2015-01-20 13:29:04, 316 ნახვა
საზოგადოება
პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებს სახელმწიფო კომისია დაადგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითრებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს შეიმუშავებს.
დღეს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა. კომისიის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა.
19 წევრისგან შემდგარი სპეციალური სახელმწიფო კომისიის წევრები არიან წარმომადგენლები ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტიდან, პროფესიული კავშირებიდან, ასევე პედაგოგები და დირექტორები სასკოლო საზოგადოებიდან, ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, განათლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ ასევე განათლების ექსპერტები.
როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშრებით კომისიის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები მთავრობას პირველ თებერვლამდე წარედგინება.
„ზოგადი განათლების კანონში განხორციელებული ცვლილებეის მიხედვით, რომლის ფარგლებში უნდა შემუშავდეს პედაგოგის კარიერაში შესვლის , განვითარებისა და შეფასების სქემა, გვავალდებულებდა, რომ შეგვექმნა სახელმწიფო კმისია, რომელიც უკვე ინსტრუქციის სახით შეიმუშავებდა ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია ზოგადი განათლების კანონში. შესაბამისად, კომისია იწყებს მუშაობას და სავარაუდოდ 9 დოკუმენტი, რომელიც ჩამოთვლილია კანონში, მომზადდება და დამტკიცდება კომისიის ფარგლებში. ხოლო ამის შემდეგ უკვე მთავრობაზე დასამტკიცებლად წარსდგება“, – აღნიშნა სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა სავარაუდოდ სექტემბერიდან ამოქმედდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან