|
2018-07-10 18:26:04, 1099 ნახვა
პოლიტიკა
ნატოში აშშ-ის ელჩი: ბედნიერები ვიქნებით, თუ საქართველოს ალიანსის წევრად ვიხილავთ
ამერიკის შეერთებული შტატები ნატოში საქართველოს გაწევრიანებით ბედნიერი იქნება, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში კეი ბეილი ჰატჩისონმა ალიანსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ძალიან ვაფასებთ საქართველოს თანამშრომლობას ნატო-სთან. ის არის ჩვენი ძლიერი, განსაკუთრებული კატეგორიის პარტნიორი. გვექნება ცალკე შეხვედრა საქართველოს ლიდერებისა და სახელმწიფო მეთაურების მონაწილეობით, რომ განიხილონ, რა კეთდება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა და ალიანსი. ბედნიერები ვიქნებით, თუ საქართველოს ალიანსის წევრად ვიხილავთ“, - განაცხადა კეი ბეილი ჰათჩისონმა. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 11-12 ივლისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)