09:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 10:26:32, 972 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ" წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ევროპაში განვითარებულ კონფლიქტებს ბევრი საერთო აქვთ, მითუმეტეს როცა ეს რუსეთის ფედერაციის მეზობლობას და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას შეეხება. საქართველოს მიმართებაში რუსეთის განგრძობითი აგრესიის ფონზე, საფრთხის წინაშე დგას არა მარტო საქართველო და რუსეთის სამეზობლო, არამედ მთელი ევროპის სტრატეგიული ხედვა და მშვიდობა. ჩვენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ ახალი ინიციატივით - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ!", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს და რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დელეგაციის წევრებმა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მისცა.

„ძალიან კარგი პრეცენდენტია, როცა კომიტეტში ასეთი მხარდაჭერაა. პლენარულ სხდომაზე ალბათ იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ ეს რეზოლუცია მიღებული იქნება, იმიტომ, რომ ეს არის მართალი, საფუძვლიანი და აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რაც არის", - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics