|
2018-07-09 21:43:27, 1346 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა [ვიდეო]
თიბისის პირველ ქართულენოვან ჩატ ბოტს ინოვაციური ფუნქციები - ხმოვანი შეტყობინება და თი ტრანსფერი დაემატა. თი ბოტი მესენჯერ აპლიკაციაში თიბისის ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ) და TKT.GE-დან ბილეთების შეძენა. თის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით მომხმარებელი ზემოთხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე. ტექნოლოგიური სიახლე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსმა ზვიად წოწკოლაურმა წარადგინა. „ბოტის ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თხოვოს თის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად "გადარიცხე გიორგისთან 5 ლარი", „დღეს რა ამინდია თი", „ნახე რამდენი მაქვს ბალანსი" ანგარიშზე, მობილურზე მინდა ფულის ჩარიცხვა. თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს“, - განაცხადა წოწკოლაურმა. თი ტრანსფერის საშუალებით მომხმარებელი თანხის გადარიცხვას მეგობართან საუბრის დროს მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად შეძლებს. გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა: · შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა; · დააჭიროთ „+" ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან); · მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა; · დაადასტუროთ გადარიცხვა; · მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის საასუბროშივე მიიღებს; · „მიიღე თანხის" დაჭერის შემდეგ კი, თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე. ცნობისთვის, თიბისის თი ბოტი კომპანია Pulsar AI -სთან კოლაბორაციით შეიქმნა.
(R)
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)