17:01 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 19:36:26, 937 ნახვა

საზოგადოება
„ეს მთელი საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა“ - მარნეულის მცხოვრებლები მოკლული სმიტების ოჯახზე

ხადას ხეობაში მოკლულ სმიტების ოჯახს მარნეულის მცხოვრებლები დადებითად აფასებენ.

როგორც ოჯახის მეგობარმა საბინა თალიბოვამ „რუსთავი 2"-ს განუცხადა, ისინი მარნეულში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ცხოვროდნენ და ხელნაკეთი ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებული.

მისივე თქმით, მარნეულისთვის ბევრი რამის გაკეთებას გეგმავდნენ, მათ შორის ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობას.

 „4-5 წელია რაც საქართველოში ცხოვრობენ. მის მეუღლეს ლოლას ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩვენი ბავშვები ერთად იზრდებოდნენ ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს  ოჯახებით. საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ. გაოცებული ვიყავი, რომ მათ ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება არჩიეს და მთელი მათი საქმიანობა საქართველოს მიუძღვნეს. მარნეულისთვის ბევრი რამის გაკეთებას გეგმავდნენ, მაგალითად ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის მოწყობას თავიანთი ხარჯებით აპირებდნენ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა არა მარტო ჩვენთვის, მათი მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.  ბოლოს ლოლას სამ ივლის ვესაუბრე ტელეფონით. ჩვენ ბავშვების დასასვენებლად ერთად წაყვანას ვგეგმავდით“, - აცხადებს ოჯახის მეგობარი საბინა თალიბოვა​.

შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics