|
2015-06-01 17:55:21, 2870 ნახვა
კულტურა
მიხეილ თუმანიშვილის თეატრში ქორეოგრაფიული წარმოდგენა „იმპულსის“ პრემიერა გაიმართება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ქორეოგრაფიული წარმოდგენა „იმპულსის“ პრემიერა 6-7 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან აცნობეს. ქორეოგრაფიული წარმოდგენა შედგება, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რეალისტური ამბებისგან, რომლის ამოქმედება ქმნის იმპულსის განსაკუთრებულ შეგრძნებას. თეატრის პირველი ნამუშევარი იყო, უილიამ შექსპირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ მოტივებზე შექმნილი ერთ მოქმედებიანი დრამა „სიყვარულისთვის“, რომლის პრემიერაც შედგა 2013 წლის 24-27 ოქტომბერს, მუსიკისა და დრამის თეატრში. ეს იყო მოტივაცია, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი თეატრალური დასი, რომელიც გააგრძელებდა ამ მიმართულებით მუშაობას. უკვე თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის ამპლუაში შეიქმნა ახალი სპექტაკლი „გრავიტაცია“, რომლის პრემიერა და თეატრის პრეზენტაცია გაიმართა 2014 წლის ივნისში, მუსიკისა და დრამის თეატრში. „გრავიტაცია“ახაგაზრდა შემოქმედთა გუნდის ნამუშევარია. რეჟისორი და ქორეოგრაფი თიკო ქოიავა, მუსიკა– სანდრო ნიკოლაძესი, ლიბრეტოს ავტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ხოლო სცენოგრაფია და კოსტიუმების მხატვრობა ეკუთვნის ლევან კვარაცხელიას. ამ სპეტაკლზე იმუშავა 13–მა მსახიობ– მოცეკვავემ, რომელთა დაუღალავმა შრომამ და გუნდურობამ დაიმსახურა მაყურებლის დიდი სიმპატია. ერთ მოქმედებიანი ქორეოგრაფიული სპექტაკლი „გრავიტაცია“, გაიმართა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. თეატრის დაარსებიდან მოკლე პერიოდში, დასმა საკმაოდ კარგი ავტორიტეტი მოიხვეჭა. მაყურებელმა მათი სპექტაკლები დიდი სიყვარულითა და ინტერესით მიიღო. იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა; მუსიკის ავტორი - სანდრო ნიკოლაძე; მხატვარი - ლევან კვარაცხელია. პოის ოსტატი - ირაკლი ბიგვავა რეპეტიტორები: თენგო ზარდიაშვილი, ანრი მამედოვი, ქეთი ეღიკაური მონაწილეობენ : ამირან ქაჩიბაია, ირაკლი ბიგვავა, თენგო ზარდიაშვილი, ანრი მამედოვი, ქეთი ეღიკაური, მარიამ ცირდავა, მარი გელაშვილი, ლაშა რჩეულიშვილი, გოგიტა ბერაძე, გვანცა ლაზარაშვილი, ვასო ალექსანიანი და ასევე ამავე თეატრის სკოლის მოსწავლეები. წარმოდგენა ხორციელდება სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის თანადგომითა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის დასი შეიქმნა 2013 წელს, სადაც გაერთიანებულია როგორც პროფესიონალი მსახიობები და მოცეკვავეები, ასევე სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)