|
2018-07-09 15:12:53, 1138 ნახვა
პოლიტიკა
„რია ნოვოსტი“: საქართველო შესაძლოა, ნატოში გამარტივებული პროცედურით შევიდეს
ნატო-მ შესაძლოა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები გახსნას, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 2008 წლის ნატო-ს სამიტზე, რომელიც ბუჰარესტში ჩატარდა, განაცხადეს, რომ საქართველო შესაძლოა ალიანსის წევრი გახდეს, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 2014 წლის სამიტის დროს დამტკიცდა MAP-ი, რომელიც საქართველოს ალიანში გაწევრიანებაში უნდა დაეხმაროს. „სავარაუდოდ, ნატო-ს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება, კვლავ დადასტურდება საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოზიცია და ხაზგასმით აღინიშნება, რომ მესამე ქვეყნები ალიანსის გაფართოების პროცესში არ უნდა ერეოდნენ. სამიტზე, შესაძლოა, ითქვას, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი MAP-ის მინიჭების გარეშეც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს. ინტეგრაციის პირველად ინსტრუმენტებად შესაძლოა ყოველწლიური ეროვნული პროგრამები (ANP) და ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტი (SNGP) ჩაითვალოს“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)