2018-07-09 13:41:56, 1595 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში მღვიმედან მოზარდების ევაკუაცია განახლდა - ოპერაციაში, შესაძლოა, ილონ მასკის კაფსულა ჩაერთოს
ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდების ევაკუაცია განახლდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სულ მღვიმეში ამ დროისთვის 9 ადამიანი იმყოფება. მანამდე მაშველებმა 4 მოზარდის გამოყვანა შეძლეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მღვიმიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაციაში ბიზნესმენ ელონ მასკის ინჟინრებიც არიან ჩართული. მაშველებმა შესაძლოა ბავშვები მასკის შექმნილ სპეციალური კაფსულით გამოიყვანონ.
როგორც თავად მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, კაფსული არის უსაფრთხო და მას მოზარდების გადმოყვანა შეუძლია. მანვე დასძინა, რომ კაფსულა ლოს ანჯელისში გამოსცადეს.
ავტორი: ,