2018-07-09 11:14:12, 1340 ნახვა
მსოფლიო
სარკინიგზო ავარია თურქეთში - 24 ადამიანი დაიღუპა, 73 დაშავდა
თურქეთში, სარკინიგზო ავარიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის დროს 73 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
წინასწარი ცნობით, სარკინიგზო ავარიის მიზეზი უამინდობა გახდა. მატარებელი კაპიკულა-სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ის ლიანდაგებიდან გადავიდა. სულ მატარებელში 360 მგზავრი იმყოფებოდა.
მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
ავტორი: ,