|
2018-07-08 19:59:01, 1553 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკის მოქალაქეები შესაძლოა მოკლულები იყვნენ - პოლიცია ყველა ვერსიაზე მუშაობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები არსებული ინფორმაციით მოკლულები არიან. "ექსპრესნიუსს" ადგილობრივმა თვითმხილველებმა აცნობეს, რომ გრდაცვლილებს ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდათ. ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ და ამ მომენტისათვის შემთხვევის ადგილზე გაჰყავთ დანაშაულში ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, ამასთან იკითხება ყველა ის პირი ვისაც ამ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ქონდეს ინფორმაცია. შსს-ს ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეები დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე მათი 4 წლის ვაჟი. რაიან სმიტის მანქანა გზის პირას ნახეს, მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან. მაშველებმა ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)