07:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-08 19:35:52, 639 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე კომიტეტის სხდომები გაიმართა

ბერლინში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, პლენარული სხდომის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენებით გაგრძელდა. საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მოხსენების პროექტებს გაეცნენ, რომლებიც საბოლოოდ, ბერლინის დეკლარაციაში აისახება.

დღესვე, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, „აბრეშუმის გზის" მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დელეგაციის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები, ოთარ დანელია და რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აბრეშუმის გზის პროექტის მხარდაჭერისთვის, ერთი წლის წინ, საინტერესო ფორმატი შეიქმნა.  აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით შექმნილი ჯგუფის საქმიანობით ასამბლეის ბევრი დელეგაციაა დაინტერესებული. შეხვედრაზე ჯგუფის სამომავლო საქმიანობის განხილვისას, ქართულმა დელეგაციამ ჯგუფის ხელმძღვანელობას, 2020 წლისთვის საქართველოში სხდომის გამართვა შესთავაზა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პირველი და მესამე კომიტეტის სხდომებში, რომლებიც შესაბამისი რეზოლუციის პროექტების განხილვას დაეთმო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics