|
2018-07-07 14:28:32, 948 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლები - არასრულწლოვნების დაკითხვასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია და საჩივარი არ დაფიქსირებულა
საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, არცერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა მოწმეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლისგან საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით. „არცერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც სხვა ინსტანციებისთვის მიუმართავთ. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ რაიმე პროტესტის ფორმა ყოფილიყო, მათთან გასაუბრებასთან დაკავშირებით და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც შესრულდა“, - აღნიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ. ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი გამომძიებლის, ირკალი ფიფიას თქმით, თითოეულ არასრულწლოვანს ყველა შემთხვევაში ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. „თუ არ ახლდა კანონიერი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიწვევდით პირს, რომელიც მას კანონიერ წარმომადგენლის ფუნქციას გაუწევდა, ასე ვთქვათ საპროცესო წარმომადგენელს; ხოლო რაც შეეხება ადვოკატს, ყველა მოწმეს არ ჰყოლია, მაგრამ უმეტესობას ჰყავდა ადვოკატი. ასევე, რა თქმა უნდა, შეეთავაზა მათ რომ საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფდით მათ ადვოკატის მომსახურებით“, - განაცხადა ფიფიამ. გამომძიებლებმა ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, ხომ არ ყოფილა რომელიმე თანამდებობის პირისგან, რაიმე საგამოძიებო მოქმედებაზე თავშეკავების შესახებ მოწოდება, ასეთი ფორმით რაიმე სახის დავალება და მოთხოვნა, უპასუხეს, რომ არცერთი თანამდებობის პირისგან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. „გიდასტურებთ, რომ არავის მხრიდან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალები და ის ოპერატიული მასალები, რაც გამოძიების მწარმოებელ პირთან იყრის თავს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან ხდება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ეს იყო აქაც განმსაზღვრელი, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო“, - განაცხადა ბედოიძემ კომისიის წევრ, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე, გამოსაკითხ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხომ არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია - შალვა ბედოიძემ უპასუხა, რომ „გამოკითხვები და გასაუბრებები ხდებოდა ნებაყოფლობით გამოსაკითხ პირებთან. არავის მხრიდან, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რაიმე საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა ჩვენთან - არც არასრულწლოვნების და არც მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან, არც შემდგომ გამოძიების პროცესში“.
(NS)
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)