2018-07-07 12:56:11, 1379 ნახვა
მსოფლიო
სტიქია იაპონიაში - წყალდიდობას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 47 დაკარგულად ითვლება
იაპონიაში წყალდიდობის გამო 35 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახენ NHK იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
გარდა ამისა, მაშველების ცნობით, 47 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 48 ათასი პოლიციელი, სამხედრო და მაშველი მონაწილეობს.
სტიქიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დინძო აბეც გამოეხმაურა და შექმნილ ვითარებას "უკიდურესად მძიმე" უწოდა.
ცნობისთვის, სტიქია იაპონიას 6 ივლისს დაატყდა. 7 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიტბორა და განადგურდა ასობით სახლი.
ავტორი: ,