|
2018-07-06 14:46:18, 673 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი: ჭუბერში ამ დროისთვის არ გვყავს მოსახლეობა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი გარესამყაროს
„ამ ეტაპზე გადაადგილების პრობლემა არ იქმნება, ასევე არ გვყავს მოსახლეობა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი გარესამყაროს“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სპეციალისტები მდინარე ნენსკრაზე დროებით ხიდის კონსტრუქციისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევას ცდილობენ. „გუშინვე დავათვალიერთ და მივიღეთ ზომები, რომ პირველ რიგში, შეგვენარჩუნებინა გზის ის ნაწილები, რომლებსაც ემუქრებოდა კიდევ უფრო გამორეცხვის საფრთხე. დღეს მოვახერხეთ, სულ ცოტა ხნის წინ რომ გადაგვერჩინა ერთი მონაკვეთი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა. წაღებულია 6 ხიდი, რამდენიმე სამანქანო და რამდენიმე საფეხმავლო, თუმცა ამ ეტაპზე ხიდების აღდგენის სამუშაოებს ჩვენ ვერ ვიწყებთ. ჩვენ გვაქვს დროებითი ხიდის კონსტრუქცია, რომლისთვისაც ადგილის შერჩევა ხორცილედება. ვხედავთ, რომ ძალიან განიერი კალაპოტია და მარტივი არ არის ხიდის კონსტრუქციის დამონტაჟება ისე, რომ მასაც წაღების საფრთხე არ დაემუქროს. ამ ეტაპზე ხიდების პრობლემა არ გვაქვს, ანუ გადაადგილების პრობლემა არ იქმნება, ასევე არ გვყავს მოსახლეობა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი გარესამყაროს. ევაკუირებული მოსახლეობის სახლებიდან მიმდინარეობს მათი ნივთების გამოტანა. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, ჩვენ ვაკეთებთ პრევენციას, რათა არ დავკარგოთ გზის მონაკვეთები, რომლებიც შემდეგ პრობლემას შეგვიქმნის და მოგვიანებით უკვე რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ტექნიკის პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ, ამ ეტაპზე არსებული ვითარება მეტი სამუშაოების გაშლის შესაძლებლობას არ გვაძლევს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოდფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)