00:03 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 14:05:26, 1059 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ჭუბერის სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია, სწრაფი შეტყობინების სისტემები ყველგან გვქონდეს

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი სისტემების დამონტაჟება მომავალი წლიდან დაიწყება.

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ორგან გვაქვს და მომავალი წლიდან ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა  ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოდფის სალიკვიდაციოდ  მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics