07:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 13:58:14, 690 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის შს მინისტრის მოადგილე: ჩვენი მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.

ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი დისკუსია  ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმს, კერძოდ, ამ კუთხით გერმანიაში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გერმანიაში უვიზო რეჟიმის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
ფორუმზე გერმანულ მხარეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე, შტეფან მაიერი, რომელმაც კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მთავრობის მყისიერ რეაგირებაზე, როდესაც 2017 წლის ბოლოს  საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი მატება დაფიქსირდა.

2018 წლის იანვრიდან გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი კლება ფიქსირდება.  ამავე წლის მაისის თვის მონაცემები სავიზო რეჟიმის დროს არსებულ მონაცემს უტოლდება, ხოლო სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც 30-50%-ით არის შემცირებული.

შტეფან მაიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა  არის სანიმუშო. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე წლის 30 მაისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის  მნიშვნელობას.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერმა აღნიშნა,  გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას და სამომავლო პერსპექტივაშიც პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics