2018-07-06 10:48:18, 664 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი - ზღვაში შესვლა ისევ აიკრძალა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. ასევე ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება, გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ავტორი: ,