23:37 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 10:25:58, 906 ნახვა

სამართალი
თბილისში ორ ავტოსაგზაო შემთხვავას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.

ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი ადამიანები, არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. თვითმხილველების თქმით, სამარშუტო ტაქსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამაც ავარია გამოიწვია.

მეორე  შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. "მაზდას" მარკის ავტომობილი დიდუბეში, ე.წ. ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

 პირველ შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მეორე შემთხვავაზე კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics