07:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 16:35:48, 1026 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სტრუქტურულ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ცვლილებების განხორციელება, რომელიც არსებულ გამოწვევებს უკეთ უპასუხებს და ქვეყნის უმთავრეს მიზანს - მოსახლეობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას მოემსახურება.

კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას მოემსახურება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, წამყვან კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ რიგ კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, ცვლილება შევიდა კანონპროექტში - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და საქართველოს პარლამენტს ორი სამინისტროს დასახელება ახალი რედაქციით წარედგინა. 
სახელწოდება - „განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო" შეიცვლება სახელწოდებით - „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო".

ასევე, სახელწოდება - „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" სახელწოდება შეიცვლება სახელწოდებით - „ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო".

დეპუტატებმა წარმოდგენილი დოკუმენტი და მისი თანმდევი 115 კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს.

კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით, 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს. ამის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტზე მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, კანონპროექტში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. ასევე, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა თანმდევ კანონპროექტებში. 
საკითხის ამოწურვის შემდეგ პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი უყარა. მათ შორის პირველი მოსმენით განხილულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილებების შეტანის შესახებ" და კანონპროექტთა პაკეტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 15 ივლისს განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics