|
2015-06-01 16:13:51, 314 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფითსს და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქმიანობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას. საუბრისას ასევე დეტალურად იქნა განხილული ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი და ეკონომიკური ზრდა. მხარეებმა ეროვნულ ბანკზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. „განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები, საგარეო ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკაზე და თუ რა უნდა გაკეთდეს მათ საპასუხოდ. ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხის მნიშვნელობაზეც“, - აღნიშნა მარკ გრიფითსმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)