|
2018-07-05 13:12:20, 1008 ნახვა
სამართალი
საფრანგეთში ქართველების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები შემცირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც ევროკავშირის და შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასა და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჟერარ კოლომბს შეხვდა. საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაში. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტს. გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა ხაზგასმით აღნიშნეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კრიმინალური დაჯგუფების წევრების ერთობლივი დაკავების ღონისძიებების ფარგლებში ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების წარმატებული თანამშრომლობა და 2018 წელს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას. მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული გამოწვევებიც განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა. გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა საუბრისას განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარის მიერ საფრანგეთიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-ის შესრულებაში გამოიხატება.
(NS)
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)