07:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 12:39:49, 723 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი ფართოვდება

პარლამენტში ნდობის ჯგუფის მანდატი ფართოვდება. ახალი რეგლამენტის პროექტს დეპუტატებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცნობს.

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ნდობის ჯგუფი სპეციალური პროგრამების და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის გარდა, ასევე განახორციელებს საპარლამენტო კონტროლს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფის წევრს უფლება ექნება, წინასწარი ინფორმირებით განახორციელოს ვიზიტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში, გარდა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი.

ცნობისთვის, ნდობის ჯგუფი 5 წევრისაგან შედგება, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics