2018-07-05 12:04:05, 646 ნახვა
საზოგადოება
ხანძარი ჯაფარიძის ქუჩაზე - დაშავდა 3 ადამიანი
თბილისიში, ჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარმა სახლის მეორე სართული და 100 კვ. მეტრი ფართობის სხვენი გაანადგურა.
მათივე ინფორმაციით, მსუბუქი ხარისხის დამწვრობა ერთმა მოქალაქემ, ხოლო კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია ორმა მოქალაქემ მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
ამ დროისთის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ავტორი: ,