07:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 19:20:50, 1045 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მთავრობასთან კონსულტაციები კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებს განმარტავს.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„კონსტიტუციური კანონით, მთავრობის მეთაურის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობას უწყდება უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას.

ამის შემდეგ, უმაღლესი საბჭო იმსჯელებს კანდიდატურაზე და დაამტკიცებს მას. ასე რომ, როგორც 2016 წელს, როდესაც ბატონი პატარაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი საბჭოსთვის, ახლაც პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და ამ კონსულტაციების შემდეგ ის დაასახელებს კანდიდატურას.

კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციების გავლა  მთავრობასთან, მხოლოდ გათვალისწინებულია კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან.

მანამ სანამ იქნება ახალი მთავრობა უფლებამოსილებას ასრულებს არსებული  მთავრობა, ესეც განსაზღვრულია კონსტიტუციური კანონით და ახალი კონსტიტუციით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics