|
2018-07-04 12:03:01, 713 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: ხიდი, რომლის აშენებაც საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია
ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია, - ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საგარეო უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და გერმანიის საუკუნოვან ისტორიაზე და გაიხსენა გერმანული დასახლებები საქართველოში. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის დაახლოებაში. „ვიზალიბერალიზაცია გასაღებია იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ, გაცვლა-გამოცვლა შედგეს, რომ ერთმანეთი გავიცნოთ. ამ შემთხვევაში მე იმედს ახალგაზრდა თაობაზე ვამყარებ, რომ წინასწარი ცრუ შეხედულებების გარეშე გადავარჩენთ ევროპას, უსაფრთხოს გავხდით მას", - აღნიშნა როთმა. მისივე განცხადებით გერმანიის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში ეფუძნება სწორედ საერთო ღირებულებებით ხიდების მშნებლობას. „გაერთიანებული ევროპის მზერა მხოლოდ ძველი მეგობრებისკენ, დასავლეთის, სამხრეთის ან ჩრდილოეთის მეგობრებისაკენ კი არაა მიმართული. არა! გაერთიანებული ევროპის მზერა მიმართულია ასევე და პირველ რიგში აღმოსავლეთისაკენ. ევროკავშირის შემოქმედებით ძალის გამოყენება, მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის შესრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მშვიდობისა და დემოკრატიის პროექტს - ევროკავშირს - მშვიდობისა და დემოკრატიის სრულიად ევროპის პროექტად ვაქცევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის წინაშე გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. და ამაში საქართველო, ჩვენთვის, პირადად, გამორჩეულ როლს თამაშობს, რადგან ჩვენი ქვეყნები, პატივცემულო ელჩო, პატივცემულო კოლეგავ, ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორობის გრძელ ისტორიას ითვლიან. აღმოსავლეთთან მიმართებით, ეს ახალი პოლიტიკა არაა არავის წინააღმდეგ მიმართული. ეს ახალი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამა თუ იმ ქვეყანამ ხიდი უნდა ჩატეხოს ტრადიციულ - ხშირ შემთხვევაში - რთულ პარტნიორთან თუ მეზობელთან. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახალი პარტნიორობით ახალი ხიდების შენება გვინდა, რომელზეც ბევრი ადამიანი გაივლის. და ეს ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია. ეს არის ხიდი, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული: დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, უმცირესობების მიმართ პატივისცემაზე, პრინციპზე „კეთილდღეობა ბევრს", - აღნიშნა როთმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიაობას. როთმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა. „ყველა ჩემ კოლეგას, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, კვლავ იქ დაბრუნება უნდა. მეც ასე ვარ. მეც ძალიან ვისიამოვნე, როცა თბილისში ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ჩემს პირველ მოგზაურობას, კვლავ ბევრი მოჰყვება. მხოლოდ ისეთი შესაძლებლობა ხომ არ არსებობს, როგორც თქვენ (მიმართავს მუსიკოსებს) რომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა და გერმანიაში მეორე, ახალი სამშობლო იპოვეთ. შეიძლება, შორეულ მომავალში ამა თუ იმ გერმანელმაც იპოვოს ახალი სამშობლო საქართველოში“, - განაცხადა მიხაილ როთმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)