|
2018-07-04 11:10:34, 837 ნახვა
საზოგადოება
გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება
გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ხვალიდან, პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის პროექტის განხორციელება მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. „გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. საუბარია დაახლოებით, 13 000 კვადრატულ მეტრზე. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რასაც ვეუბნებით მოსახლეობას, ის ყველაფერი შესრულდეს. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ, ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო მოედანი, საბავშვო სათამაშო მოედანი, სარწყავი სისტემა, საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება. „რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია გამწვანდება და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. პროექტი დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება და გლდანს ერთ-ერთი ულამაზესი პარკი ექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)