15:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 15:56:33, 3181 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაღალჩინოსანს, რომელმაც თავისი მოვალეობები ვერ განმარტა, პრემიერზე მაღალი ხელფასი აქვს მიღებული

ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას, რომელმაც გუშინ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საკუთარი უფლება-მოვალეობები ვერ განმარტა (იხ. ვიდეო), გასულ წელს ხელფასის სახით პრემიერ-მინისტრზე მეტი თანხა აქვს აღებული.

დეკლარაციის თანახმად, სიგუამ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე, ხელფასის სახით 63 360 ლარი აიღო, მაშინ როდესაც, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, იგივე პერიოდში 51 000 ლარი აქვს მიღებული.

ასევე, დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 56 000 დოლარის ღირებულების ბინა თბილისში. დოკუმენტში, საბანკო ანგარიშების გრაფა ცარიელია. იოსებ სიგუას აქვს იპოთეკით დატვირთული 2 სესხი, რომელთა ყოველთვიური გადასახადი 620 დოლარი და 750 ლარია. დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 თებერვალს არის შევსებული.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუა გუშინ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოიკითხა. იგი გამოკითხვაზე დღესაც უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში არ მისულა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ აღნიშნა, სიგუამ კომისიის სხდომაზე მისვლა ჯანმრთელობასთან დაკავაშირებული პრობლემის გამო ვერ შეძლო.

 

იოსებ სიგუას დეკლარაცია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics