16:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 13:23:35, 774 ნახვა

სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვს.

როგორც არასამთავრობოებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის არსებული მოდელი შესაცვლელია.

მესამე სექტორი განმარტავს, რომ ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ,ათივე მტკიცებით, ვერ მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზება, რაც საზოგადოების ნდობაზე აისახება.

 „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევა ვერ უზრუნველყოფს ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატის შერჩევას. მოქმედი წესი გულისხმობს იმას, რომ კანდიდატი უნდა დაასახელოს იუსტიციის მინისტრმა ანუ მაღალია პოლიტიკური მონაწილეობა ამ პროცესში. მიღებულია კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც რამდენიმე თვეში ძალაში უნდა შევიდეს და სწორედ ამ მომენტს უკავშირდება პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმირება. დღეს პროკურატურის სისტემა კვლავ რჩევა იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა კონსტიტუციური რეფორმა მთლიანად ცვლის პროკურატურის სისტემას, მათ შორის მთავარი პროკურირის შერჩევის წესებს. თუკი ჩვენ დღეს ხარვეზიანი წესით ავირჩევთ მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, ვერანაირ გავლენას ამ უწყების გაჯანსაღებასა და დეპოლიტიზირებაზე ვეღარ მოახდენს", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მთავარი პროკურორის მოქმედი წესით არჩევის პროცესი შეაჩეროს; მთავარი პროკურორის არჩევის წესში ძირეული ცვლილებები შეიტანოს და იუსტიციის მინისტრი პროცესს ჩამოშორდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics