14:22 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 18:09:37, 532 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციას ლევან დავითაშვილი დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. 

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ახორციელებს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში  აგროსასურსათო სექტორის გასაძლიერებლად.

„საქართველო  ევროკავშირისგან, „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. ასევე წარმატებით ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD). დარგის განვითარების მიმართულებით, ქვეყნის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ცოდნის გაზიარებისა და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა.

პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საერთაშორისო ბაზრებზე, უპირატესად ევროკავშირის ბაზარზე, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტის განხორციელება აგროგადამმუშავებელი სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების მოკვლევით დაიწყო. კვლევის აღნიშნული ეტაპი ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA) თანამშრომლობით ჩატარდა. გამოიკვეთა ევროკავშირის მიმართულებით სამი ყველაზე მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე  ჯგუფი: თხილი, ხილის წვენი და ჩაი.

მნიშვნელოვანია, რომ  გამოკითხული კომპანიების 49% უკვე ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე, ხოლო კომპანიების 37%-მა ამ მიმართულებით  მზაობა დააფიქსირა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პროექტის ბენეფიციარები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics