|
2018-07-02 17:26:09, 779 ნახვა
კომენტარი
კახიშვილი: ციხე ციხეა, მაგრამ აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს, როგორც სარეჟიმო პირობები, ასევე ადამიანის უფლებები
„ახალი ევროპული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსდებიან კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმრები, რათა ისინი იყვნენ განცალკევებული სხვა პატიმრებისგან“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს N7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დახურვისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული დაწესებულება არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და პატიმრების უფლებები ილახებოდა. „ჩვენ დღეს თქვენთან ერთად დავხურეთ ნომერ მეშვიდე დაწესებულება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის არაერთი ანგარიში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წევრების მონიტორინგის ანგარიშებში იყო მოხვედრილი ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ, ბუნებრივია, ვერ განვახორციელეთ, სანამ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებდით დახურვა ვერ მოვახდინეთ. მაგრამ ჩვენ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც ფაქტობრივად ჰაერი არ შემოდიოდა, ბოლოს ჩვენ აქ გვყავდა 9 ადამიანი ზედა სართულებში და დღეს უკვე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ცხრა ადამიანიც გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამისს დაწესებულებაში და დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს. რა თქმა უნდა ციხე ციხეა, მაგრამ ციხე უნდა იყოს იმ სტანდარტებში, რომელიც არის აუცილებელი, რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც სარეჟიმო პირობები, ასევე რა თქმა უნდა ადამიანის უფლებები. 25 კაცზე გაიხსნა დაწესებულება, სპეციფიკიდან გამომდინარე იყო საჭიროება, ყოფილიყო კომპაქტური დაწესებულება, იმიტომ რომ აშკარა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებლები, ვგულისხმობ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იყვნენ ყოველთვის განცალკევებით სხვა პატიმრებისგან, რომ მეტნაკლებად შევძლოთ და მათი გავლენები არ გაფართოვდეს“, -აღნიშნა კახი კახიშვილმა კითხვაზე, განიხილება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი, კახიშვილმა უპასუხა, რომ მისთვის ეს თემა არსებითი არ არის. „მე სიმართლე გითხრათ ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიქნები, ამ ქვეყანაში ვიქნები და ნებისმიერი პოზიციიდან რა პოზიციაც არ უნდა იყოს ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა კახიშვილმა.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)