16:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 17:05:42, 893 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების მინისტრმა N7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება დახურა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშილმა N7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება დახურა.

დაწესებულების დახურვის ცერემონიას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

N7 დაწესებულების დახურვა სასჯელაღსრულების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა.

ძველი დაწესებულების დახურვის პარალელურად ახალი N7 პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა.

სამინისტროს ცნობით, მაღალი რისკის დაწესებულება 29 მსჯავრდებულზეა გათვლილი და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოყოფილია სპეციალური სივრცე გრძელვადიანი პაემნებისთვის, რომლებიც აღჭურვილია საჭირო ავეჯით, ტექნიკით, გაგრილებისა და გათბობის სისტემით. დაწესებულებაში განთავსებულია ადვოკატთან შეხვედრის ოთახი. საცხოვრებელ სივრცეში მოწყობილია სამზარეულო, სველი წერტილი და საძინებელი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების მოწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახალგახსნილი დაწესებულება უკვე დაათვალიერეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უფლებადამცველებმა და აღნიშნეს, რომ ახალ N7 მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ცივილიზებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში მოუწევთ სასჯელის მოხდა.       

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics