|
2018-07-02 15:03:35, 580 ნახვა
საზოგადოება
ნინო ჯავახაძე კონფერენციას „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო კონფერენციას - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები შეაფასეს. ორგანიზაციამ - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ამ მიმართულებით თავისი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა კომერციული თუ საჯარო იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება დიდი მოცულობის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, 2019 წლის 1 იანვრიდან კი - ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)