2018-07-02 14:55:38, 494 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა 23:10 საათზე შესრულდება
ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო, დღეს ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა 23:10 საათზე შესრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს ავიაკომპანია ვიზეარი უზრუნველყოფს.
(NS)
ავტორი: ,