23:05 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 13:18:27, 751 ნახვა

კომენტარი
კუპრავა: მირზა სუბელიანმა მოსთხოვა კახა სირაძეს, რომ ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, ის საგამოძიებო კომისიას ყველა იმ პირის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომლებმაც ხორავას ქუჩის საქმეში საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს.

როგორც კუპრავამ აღნიშნა, სხდომაზე დასახელდება 7 პირი, რომელიც მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში იყო ჩართული. მისივე განმარტებით, ფარდული მირზა სუბელიანის დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაანგრიეს.

"6 თვის განმავლობაში ყველაფერზე ვლაპარაკობდით, უბრალოდ არ გვისმენდნენ და ეს იყო პრობლემა. ვისაუბრებ დეტალებზე, რომელიც ფარდულს, მირზა სუბელიანს და შსს-ს წარმომადგენელ, კახა სირაძეს ეხება. ასევე მის მეგობრებთან დაკავშირებით ვისაუბრებ. კერძოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც სირაძესთან და გამოძიებასთან არიან ირიბ კავშირში. ჩამოვთვლი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 7 სახელსა და გვარს. ზოგი მოქმედი თანამშრომმელია, ზოგი არა, მათ შორის არის ერთ-ერთი ოთარ მირზოევი. ეს ადამიანები, მათ შორის სირაძე სუბელიანის წინაშე ვალდებულება გააჩნიათ. სამართალდამცველების ამ ჯგუფის წევრები არიან ვალდებულებულები სუბელიანის წინაშე და მან ეს ვალდებულება ბოროტად გამოიყენა. სუბელიანმა მოსთხოვა სირაძეს, რომ ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა", - განაცხადა კუპრავამ.

მან ასევე იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ გახდა აუცილებელი მისი დაკითხვა დაჩქარებულ ფორმატში მომხდარიყო.

"შეყვანილი ვიყავი მოწმეთა სიაში, რომელიც უნდა დაიკითხოს საგამოძიებო კომისიის მიერ, თუმცა არ იყო განსაზღვრული როდის მოხდებოდა ჩემი დაკითხვა. ამას შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონოდა, რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებო. რამდენიმე დღის წინ შსს-მ დაიწყო გამოძიებო და აღძრა სისხლის სამართლის საქმე 366-ე მუხლით ჩემს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, მსურს დროულად მივაწოდო ინფორმაცია საპარლამენტო კომისიას. ვიმსჯელეთ ზაზასთან ერთად და მან დაურეკა სერგი კაპანაძეს, რათა კომისიამ ჩემი დაკითხვა დააჩქაროს", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics