16:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 12:25:09, 776 ნახვა

სამართალი
„ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა სახელმწიფოსგან 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო“ - ენმ გახარიას და იზორიას პარლამენტში იბარებს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შს მინისტრის გიორგი გახარიას და თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პარლამენტში დაბარების მოთხოვნით მიმართა.

შესაბამის მიმართვას ხელი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ მოაწერა. მინისტრების დაბარება მელიას თქმით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ და შემდგომ მსჯავრდებულ პირს უკავშირდება. დეპუტატის ინფორმაციით, ჯაშუშობაში მსჯავრდებული ფლობს კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მმონაწილეობენ.

"როგორც მედიის საშუალებით გახდა ცნობილი და სავარაუდოდ, თქვენთვისაც ცნობილია, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და შემდგომ მსჯავრდებული პირი, სახელმწიფო ტენდერებს იგებს და ქართულ ჯარს ამარაგებს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა პეტრე დევრიშიძემ, 2010 წელს დანაშაული აღიარა და აღწერდა, როგორ გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, როგორ გადასცემდა ინფორმაციას "ГРУ"-ს. დღეს კი, მისი კომპანიები ქართულ ჯარს ამარაგებენ და მილიონობით ლარით ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოგახსენებთ, რომ ტენდერებში პეტრე დევრიშაძე ორი კომპანიით მონაწილეობს - „მარჯიო LTD“ და “გლობალ თრეიდ გრუპი”. ერთი დევრიშაძეს ეკუთვნის, მეორე - მის მეუღლეს. თუმცა, იქაც დირექტორი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირია. ჯამში ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. დევრიშიძემ ყველაზე დიდი შეკვეთები მას შემდეგ მიიღო, რაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა. თავდაცვის სამინისტროს გარდა, დევრიშაძის კომპანიებს მოგებული აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერებიც. ზემოთ ხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოიწვიოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და ამ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლზე დაყრდნობით მოიწვიოთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რათა რიგგარეშე სხდომაზე მოწვეულმა მინისტრებმა საქართველოს პარლამენტს მოაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პირის კომპანიების მიერ მოგებული 21 სახელმწიფო ტენდერის შესახებ", - ნათქვამია ნიკა მელიას მიმართვაში, რომელიც კომიმტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის სახელზე დაიწერა.

ცნობისთვის, ხსენებულ მინისტრებს პარლამენტში "ევროპული საქართველოც" იბარებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics