|
2018-07-02 12:07:47, 541 ნახვა
საზოგადოება
ენმ - მთავრობა 900 კონდენციონერს იყიდის 20 დღეში, როდესაც გამოცდები ფაქტობრივად დასრულებული იქნება
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ საგამოცდო ცენტრს კონდენციონერების შესყიდვის თაობაზე ტენდერი გამოეცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ტენდერის მიხევით, საგამოცდო ცენტრმა 20 კალენდარულ დღეში, 2 მილიონი ლარის ღირებულების კონდენციონერები უნდა შეისყიდონ. საკრებულოს დეპუტატის თქმით, პრემიერის ბრძანება 29 ივნისით არის დათარიღებული. „ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გვითხრეს, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდენციონერების დამონტაჟება ვერ მოხერხდებოდა, რომ ხმაურიდან გამომდინარე ეს აბიტურიენტებისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო კონდენციონერების შესაძენად. ეს არის პრემიერის ბრძანება, რომელიც 29 ივნისით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის თანახმად კონდენციონერების შესაძენად 20 კალენდარული დღეა მითითებული, თუმცა გამოცდები დღეს დაიწყო და ამ ვადაში ფაქტობრივად დასრულებული იქნება. ანუ, დახარჯავენ 2 მილიონს, იყიდიან 900 კონდენციონერს, მაგრამ რისთვის გამოიყენებენ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ეს თანხა იფლანგება. მნიშვნელოვანია ამას პრემიერმა გასცეს პასუხი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ხდება ამ კონდენციონერების შესყიდვა", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)