|
2018-07-02 11:49:29, 701 ნახვა
კომენტარი
ბესელია - კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევა იყო შეცდომა, ასეთ მიდგომებს მხარს არ ვუჭერ
„ზვიად კუპრავა არ არის თვითმხილველი. გასაგებია მისი პოზიცია, ის პირდაპირ მხარეა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხორავას ქუჩის საქმის შემსწვალელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მიწვევა, არასწორია. „არ მგონია, კომისიის მხრიდან იყოს სწორი გადაწყვეტილება, რომ იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია ან შემსწრეა, დაიკითხოს ზვიად კუპრავა. კუპრავა არ არის თვითმხილველი. გასაგებია მისი პოზიცია, ის პირდაპირ მხარეა, ამიტომ ამ ადამიანის დაკითხვით დაწყება დღეს კომისიის სხდომის და საერთოდ სხდომაზე მოწვევის გადაწყვეტილება არ მგონია, რომ სწორი იყოს. ეს იყო შეცდომა და ნამდვილად არ ვუჭერ მხარს ასეთ მიდგომებს. კომისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და საჭიროა, პოლიტიკური განწყობებისგან მაქსიმალურად გათავისუფლდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. რაც შეეხება გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს, ბესელიამ აღნიშნა, რომ მათთან იმ საკითხების დაზუსტება მოხდება, რაც წინა დაკითხვებიდან გამომდინარე ან საქმესთან დაკავშირებით არსებობს. „რაც შეეხება დანარჩენი პირების დაკითხვას, რომელიც უშუალოდ საქმესთან დაკავშირებული პირები არიან, ბუნებრივია, მათ მეტი ინფორმაცია აქვთ და ჩვენ მათთან დავაზუსტებთ იმ საკითხებს, რაც წინა დაკითხვების ან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, მკვლელობის ფაქტს და გამოძიების დეტალებს ეხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)