|
2018-07-02 11:21:55, 846 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ თავდაცვის და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. „მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რომლებმაც ეს თანხა შესაძლებელია კვლავ გამოიყენონ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა ამ საკითხზე დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის და შს მინისტრებმა პარლამენტში. საიდუმლო ნაწილზე აუცილებელია ნდობის ჯგუფში მსჯელობაც“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)