23:04 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 15:17:08, 835 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: რეკომენდაციების განხილვა გადაიდო ორშაბათისთვის - გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კონსენსუსის გზით

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციების მირება კონსენსუსის გზით უნდა მოხდეს, რათა მათ შესაბამისი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ. 

"როგორც ნახეთ რეკომენდაციების განხილვა გადაიდო ორშაბათისთვის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მათ შორის მთავარი საკითხებია რამდენად შეუძლია რეგლამენტის მიხედვით კომისიას გასცეს რეკომენდაცია არა გამოძიების არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ორშაბათს შესაძლოა ვცადოთ და მივედით საერთო პოზიციამდე. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნას კომისიაში კონსენსუსის გზით, ასეთ შემთხვევაში მას ექნება მეტი ლეგიტიმაცია", - განაცხადა მდინარაძემ. 

ის კომისიაში "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას დაგეგმილ გამოკითხვასაც გამოეხმაურა:

"რაც შეეხება ზვიად კუპრავას მოსვლას გამოკითხვაზე, არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის ის. ჩემი აზრით ჯობდა მისი გამოკითხვა მომხდარი მას შემდეგ, რაც კომისია გამოკითხავდა ინციდენტში მონაწილე პირებს და მოწმეებს. თუმცა კომისიის უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კუპრავას გამოკითხვა უნდა მოხდეს ამ ეტაპზე", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics