|
2018-06-29 17:23:12, 796 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ კალათაშია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშით საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. „ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე, შეუქცევად და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას 4-სკალიანი რეიტინგული სისტემის პირველი, უმაღლესი ნიშნულით − 1-ლი კალათით. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ზომები. ანგარიში პოზიტიურად აფასებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საბჭოს (რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს) მიერ სამართალდამცავთათვის განახლებული სახელმძღვანელო დოკუმენტისა და საზღვარზე მომუშავე პერსონალისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოს დამტკიცებას. პოზიტიურად ფასდება სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებს კონსულტაციებს უწევენ და აწვდიან მათ დეტალურ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით. ანგარიში დადებითად აფასებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ ეროვნულ რეფერალურ მექანიზმსა და სამართალდამცავ ორგანოებსა და მსხვერპლებთან მომუშავე უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას. დოკუმენტში ხაზგასმულია პროკურორებისა და მოსამართლეების მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს მსხვერპლთა რეაბილიტაციას. ანგარიშში საუბარია უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებზეც. ამ კამპანიებში მთავრობის წამყვანი როლი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსის მხრივ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი დახმარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული 79000-ლარიანი საგრანტო პროექტები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს პოზიტიური შეფასება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით წელს 190 ქვეყანა შეაფასა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
(NS)
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)