13:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 15:49:02, 562 ნახვა

საზოგადოება
ქართული სერვისი ნულოვან ნიშნულზე – „ნატალის“ ცილისწამება მომხმარებელს

სახლიდან გასვლისთანავე სერვისებით ვსარგებლობთ, საჯარო თუ კერძო კომპანიები გვთავაზობენ გადაადგილებას, საკვებს და ათასგვარ სხვა მომსახურებას.

მიკროავტობუსების დაბინძურებული სავარძლებიდან დაწყებული, ზოგიერთი კვების ობიექტით დამთავრებული, მუშაობის თუ ზოგადად ცხოვრების ხალისს ასევე ნულოვან დონემდე აგდებს.

ამ ყველაფრის ფონზე რომ კიდევ შეურაცხყოფას მოგაყენებს მომსახურების ობიექტის მოლარე და მოურიდებლად დაგწამებს ცილს, რომ ფული არ გადაგიხდია, მაშინ, როდესაც დგახარ და მისგან პირიქით – ხურდას ელოდები, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მაგალითისთვის ავიღოთ სილამაზის სალონების ქსელის „ნატალი“ ერთ–ერთ სერვის ცენტრში მომხდარი ფაქტი: ერთ–ერთი კომპანიის მენეჯერი, ახალგაზრდა ქალი მაკიაჟის გასაკეთებლად ჩაეწერა „ნატალის“ საბურთალოს ფილიალში. მომხმარებელი პუნქტუალურად მივიდა შემსრულებელთან, თუმცა იგივე პუნქტუალობით ვერ უპაუხეს – 40–წუთიანი ლოდინის შემდეგ მისთვის სავარძელი გათავისუფლდა და მოკალათდა კიდეც. დროში შეზღუდულია, მნიშვნელოვან ივენთზე დაგვიანება დაუშვებელია. თითქოს ყველაფერი რიგზეა, დროში ეტევა, პროცედურა უნდა დაიწყოს... მაკიაჟის ინვენტარი და მასალები სპეციალისტს ხელთ არ აღმოაჩნდა და დაიწყო ძებნა–მოძიების გაუთავებელი პროცესი. საბოლოოდ ესეც „კარგად“ დასრულდა და მაკიაჟიც კარგად გამოვიდა, ამას ნამდვილად ვერ დაუკარგავ „ნატალის“ ვიზაჟისტებს. აქ პრეტენზია მიუღებელია. „მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ“ – თავაზიანი მომხმარებელი მოლარესთან გადამისამართდა. მაღალ დახლს მიღმა მჯდარი მოლარე კლიენტებთან სატელეფონო ზარებით იყო გართული, როდესაც მომხმარებელმა ვიზაჟისტის მიერ გამოწერილი 90–ლარიანი ქვითარი და 100–ლარიანი კუპიურა ერთიმეორის მიყოლებით დახლზე, თვალსაჩინო ადგილზე დაუდო. და ისევ ლოდინი... მოლარე კლიენტებს პასუხობს, ზარები არ წყდება. დრო იწურება. ივენთის დაწყებამდე წუთები რჩება, ქუჩებში საცობებია... მომხმარებელი კი ხურდას ელოდება... და აი აქ იწყება „თავგადასავალი“. მოლარე მომხმარებელს თანხას სთხოვს – „გადაიხადეთ, თუ შეიძლება“. მომხმარებელი: – „თქვენ უკვე აიღეთ თანხა“. მოლარე გაჯიუტდა და პატიოსანი მომხმარებელი, არც მეტი, არც ნაკლები, თაღლითობაში დაადანაშაულა. მოლარე გამარჯვებულის ტონით დაემუქრა „ურჩ“ მომხმარებელს: – „აი, აგერ ვნახავთ როგორ გადაიხადეთ, გადავახვევ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს...“. ახლა უკვე ლოდინის და ნერვიულობის ახალი ეტაპი დაიწყო. სალონის ორი წარმომადგენელი ცდილობდა კადრების გადახვევას და ამასობაში პერმანენტულად ეუბნებოდნენ მომხმარებელს: „ნამდვილად არ გადაგიხდიათ თანხა“.

შეურაცხყოფილ მომხმარებელს, რომლის სახელს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, მოთმინების ფიალა უკვე კარგახნის გადავსებული ჰქონდა, თუმცა, დარწმუნებული თავის სიმართლეში და თავშეკავების უმაღლესი კლასის ჩვენებით, მოთმინებით დაელოდა კადრების გადახვევის ხანგრძლივ პროცესს და მედგრად იტანდა შეურაცხმყოფელ კომენტარებს. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ თავადაც დაეჭვდა, ნუთუ მართლა არ გადამიხდია.... საფულე რამდენჯერმე გადაამოწმა, ყოველ ჯერზე წარმოებული „პირადი ბუღალტერია“ არწმუნებდა, რომ 100–ლარიანი კუპიურა ნამდვილად მიაწოდა მოლარეს.

და დადგა ჭეშმარიტების ჟამი – კადრები გადაეხვა და მომხმარებლისა და მოლარის ერთობლივი „კინოსეანსი“ დაიწყო. კადრებში ნათლად გამოჩნდა, როგორ დებს დახლზე ჯერ ქვითარს, ხოლო შემდეგ 100–ლარიან კუპიურას.

კულმინაცია ის გახლავთ, რომ ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებს არაფერი მოუმოქმედებიათ კლიენეტისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამისათვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდებოდა ნორმალურად ბოდიშის მოხდა. მაგრამ...

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics