15:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:31:35, 770 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: თუკი იქნება მტკიცებულება ამა თუ იმ პირის გარდაცვალების თაობაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიდან“ ამოვიღებთ

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" გარდაცვლილი პირების შეყვანის ფაქტს ეხმაურება. 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, თუკი იქნება დოკუმენტური მტკიცებულება ამა თუ იმ პირის გარდაცვალების თაობაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიიდან“ მისი ამოღება მოხდება. 

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის უცხოელი პარტნიორები აღნიშნულ ფაქტს გაგებით ეკიდებიან. 

„ამის შესახებ გუშინ მქონდა საუბარი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათ დეტალურად განვუმარტეთ, რა იყო ამ სიის შედგენის ძირითადი კრიტერიუმი. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა იყოს ამ სიაში. სამი კრიტერიუმია: ბრალდებული და მსჯავრდებული; ადამიანები, რომელთა მიმართაც არის სისხლისსამართლებრივი დევნა და დანაშაული ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამივე კრიტერიუმს სრულფასოვნად პასუხობს ის სია, რომელიც არის წარმოდგენილი. თქვენ ახსენეთ გარდაცვლილები. როგორ გგონიათ, ვინც ადგენდა ამ სიას, ბუნებრივია ფიქრობდა, რომ მსგავსი სახის კითხვები იქნებოდა, მაგრამ სამართლებრივად, როდესაც არ არის არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი, რომ ის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაუალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის გარდაცვლილი, ვერ მოხდებოდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ეს სია არ არის დასრულებული და თუკი იქნება ამა თუ იმ პირების შესახებ დოკუმენტალური მტკიცებულება, რომ არის გარდაცვლილი, ბუნებრივია, მოხდება მისი ამოღება. არანაირი კითხვები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით არა აქვთ. ძალიან გაგებით ეკიდებიან ამას, იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics