|
2018-06-28 16:48:20, 1030 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან" დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან" დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს. „ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან" დაკავშირებით. მათ დეტალურად განვუმარტე ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მოხდა ამ სიის ფორმირება. ასევე ის, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და მთავრობის დადგენილება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად", - განაცხადა ზალკალიანმა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულებით უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები. ამ კუთხით, ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, სადაც მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სანქციები ამ სიასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში. ასევე პოზიტიურად შეაფასა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საკანონმდებლო ინიციატივა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურასთან, იმისთვის, რომ ის დავალება რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება იმისთვის, რომ იმ პირების მიმართ, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნას შემზღუდავი ზომები, რომ დადგეს შესაბამისი შედეგები", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მინისტრის განცხადებით, აღნიშულთან დაკავშირებით ყველა ქვეყანა თავისი კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს, რისთვისაც აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)