13:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 14:14:28, 1106 ნახვა

სამართალი
კვლევა: კრიმინალური სუბკულტურა არასრულწლოვან პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზია

"არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზია", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ერთობლივ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ქალისა და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ეხება.

როგორც ანგარიშში განმარტავენ, მსგავსი შემთხვევების გამოკვლევასა და მათ პრევენციას ის ფაქტი ართლებს, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ამ თემებზე დაწესებულების შიგნით ღიად არ საუბრობენ.

"კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმრების გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად,  N11 დაწესებულებაში, 2018 წლის 1 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით შუალედში, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა დაფიქსირდა: 1 – სხვა მსჯავრდებულის მიერ მიყენებული, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად; 5 – თვითდაზიანება; 11 – საყოფაცხოვრებო ტრავმა.

"სხეულის დაზიანების 17 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში მსჯავრდებულებს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდათ. კვლევის ავტორების დასკვნით, დაზიანების ლოკალიზაცია და ხასიათი ეჭვს ბადებს, რომ დაზიანება შეიძლება მიყენებული იყოს სხვა პირის მიერ. მონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს,  რომ მიუხედავად პატიმრის თანხმობისა, საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა, პატიმრის ინტერესებისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით", - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics