15:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 13:45:30, 609 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიტიური მომენტები, რომლითაც გაჯერებულია ფონდის მისიის მეორე მიმოხილვა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეორე მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისაც მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიში 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა.

„სავალუტო ფონდი ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც პროგნოზირებულზე გაცილებით მაღალია, იძლევა  რეალურ საფუძველს, რომ სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას რეალიზებული", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics