|
2018-06-28 12:00:48, 624 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების საოჯახო საწარმო, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის მშენებარე ობიექტზე მიმდინარე და ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. საჩხერის მუნიციპალიტეტის დაბა კვერეთში, საშენ მეურნეობაში წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის ქართული კალმახის სახეობის აღდგენა ხორციელდება. ლევან დავითაშვილმა, სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საშენ მეურნეობაში ხელოვნურად გამრავლებული რამდენიმე ასეული ნაკადულის კალმახის ლიფსიტა ბუნებრივ გარემოში, მდინარე ჩიხურაში გაუშვა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საშენი მეურნეობა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მეთევზეობის სფეროს განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება ბატონი გიგლა აგულაშვილის დროს დაიწყო. უმნიშვნელოვანესია გადაშენების პირას მყოფი, წითელწინწკლებიანი ქართული კალმახის სახეობების ველურ ბუნებაში დაბრუნება-აღდგენა, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს სამინისტრო. დღეს პირველად მოხდა ლიფსიტების ველურ ბუნებაში გაშვება, რასაც წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოების უძღოდა წინ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 2016 წლიდან, ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ ახალ პროექტზე, საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებაზე დაიწყო მუშაობა. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. დღეისათვის, ხელოვნურად გამოჩეკილია 8000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)