|
2018-06-26 12:51:36, 731 ნახვა
პოლიტიკა
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომელიც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცავები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. "როგორც იცით, 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომელიც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია ბუნებრივია, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს", - აცხადებს მამუკა ბახტაძე. მისივე თქმით, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. "ამავე დროს მთვრობამ განსაზღვრა ყველა ის ნორმა, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე განსაზღვრულია აღსრულებისთვის სახელმწიფო უწყებები, რომელმაც უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში პარლამენტს და მთვრობას. ჩენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ოთხოზორიას სიას ჰქონდეს საერთაშორისო მეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოჰყვეს. საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების შესაძლებლობა გვქონდეს და უზრუნველყოფილი იქნას დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელების და იმ პირების მიმართ ვინც ეს დანაშაული დაფარეს“, – აცხადებს ბახტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)