11:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 10:15:15, 619 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც დაზარალებულებმა შეხვედრაზე განაცხადეს,  დეველოპერული კომპანია „სვეტი,“ რომელსაც არცერთ სამშენებლო  ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია, მშენებლობის შეჩერების მთავარ მიზეზად მერიისგან  ნებართვების გაუცემლობას ასახელებს, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და პრობლემის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.                                                                                                                                      

კახა კალაძე დაზარალებულ  პირებს მერიის კომპეტენციის ფარგლებში  მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა.

მერის მოადგილის, ილია ელოშვილის  განცხადებით, მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული.

„კომპანია „სვეტს“ ჰქონდა ნებართვების გარეშე დაწყებული მშენებლობები.  ჩვენ მზად ვართ,  ამ კომპანიის გარკვეულ ობიექტებზე ნებართვების გასაცემად იმისთვის,  რომ მათ განაახლონ მშენებლობა. მირცხულავას ქუჩის მონაკვეთებზე, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ბლოკებზე, უკვე მზად არის ყველაფერი ნებართვების გასაცემად.  ეს იქნება პირობიანი ნებართვა, რომ კომპანიამ მოკლე და წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს სანებართვო პროცედურები სხვა ობიექტებზეც. ჩვენ მოვთხოვთ კომპანია „სვეტს“,  რომ უახლოეს  დღეებში განაახლოს მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ  კომპანია არის სიცოცხლისუნარიანი,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი დაზარალებულის, ბიძინა მშვილდაძის თქმით, თბილისის მერმა მოისმინა დაზარალებულთა პრობლემების შესახებ და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენ შეხვედრაზე ბატონი კახისგან მივიღეთ პრობლემის  მოგვარების პროცესში სრული მხარდაჭერა.  მან ადამიანურად აგვიხსნა მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები და მერიის შესაძლებლობები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ მერია ახლო მომავალში, ერთი კვირის ვადაში,  კომპანიას  მისცემს პირობიან ნებართვას მშენებლობის დასაწყებად. სწორედ  ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენად აქვს კომპანიას მშენებლობის  გაგრძელებისა და მენაშენეების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების  რესურსი,“  - განაცხადა  ბიძინა მშვილდაძემ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაესწრო.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics