|
2018-06-25 18:06:05, 802 ნახვა
კომენტარი
კახიძე წულუკიანის შესაძლო გადაყენებაზე: ბატონი ბიძინა როგორც გადაწყვეტს ისე იქნება
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მმართვველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. როგორც კახიძემ აღნიშნა, წულუკიანის გადადგომის საკითხი არა მმართველი გუნდის არამედ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია. "ქართული ოცნების" გუნდში სხვადასხვა მოსაზრებებს მნიშვნელობა არ აქვს. მათი უფროსი, ბატონი ბიძინა, როგორც გადაწყვეტს ისე იქნება. თეა წულუკიანი საზოგადოებისთვის მისაღები არ არის, ის არ არის მისაღები იუსტიციის სამინისტროს თემებზე მომუშავე არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. წულუკიანი მისაღები არის ამ საქმის პროკურორებისთვის", - განაცხადა დეპუტატმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)