11:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 15:42:42, 773 ნახვა

საზოგადოება
25 – 28 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს

25 – 27 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.

სინოფტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 25 – 26 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 

მათივე ცნობით, 27 ივნისს ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა +35, +40 გრადუსამდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 25 – 26 ივნისს, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 27 – 28 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics